დოდო აბაშიძე
დოდო აბაშიძე | |
---|---|
მსახიობი დოდო აბაშიძე | |
დაბადების სახელი | დავით აბაშიძე |
დაბადების თარიღი |
1 მაისი, 1924 ტფილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
26 იანვარი, 1990 (65 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1954–1988 |
შვილ(ებ)ი | ზაზა აბაშიძე |
მშობლები |
მამა: ივანე აბაშიძე დედა: ნინო ანდრონიკაშვილი |
დავით (დოდო) ივანეს ძე აბაშიძე (დ. 1 მაისი, 1924, ტფილისი — გ. 26 იანვარი, 1990, თბილისი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა მსახიობ ივანე აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის (ნატო ვაჩნაძის და) ოჯახში. ივანე აბაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1949) და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), გიორგის (ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), როლერის (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“) და სხვა როლები.
1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა“, 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი“, 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი“, 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა“, 1965), ომარის („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანას („დიდი მწვანე ველი“, 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, 1969. პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1970), პოლიციის პრისტავის („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვარლამის („რაჭა, ჩემი სიყვარული“, 1977), სეთურის („დათა თუთაშხია“, 1977), გიორგის („ფესვები“, 1987) და სხვა სახეები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეჟისორული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადაღებულია ფილმებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1954: „ჭრიჭინა“ (ბიჭიკო) რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
- 1955: „მაგდანას ლურჯა“ რეჟისორები თენგიზ აბულაძე, რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1956: „ბაში-აჩუკი“ (აბდუშაჰილი) რეჟ. ლეო ესაკია
- 1956: „ეთერის სიმღერა“ რეჟ. სიკო დოლიძე
- 1957: „მე ვიტყვი სიმართლეს“ (უშანგი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1958: „ორი ოჯახი“ (გოგი) რეჟ. დავით კანდელაკი
- 1961: „ბურთი და მოედანი“ (გედეონი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1961: „უდიპლომო სასიძო“ (დოდო) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1961: „ჭიაკოკონა“ (ბოჩი) რეჟ. იური ქავთარაძე
- 1961: „მივლინება“ (ქარხნის დირექტორი) რეჟ. იური ეგოროვი
- 1963:„თეთრი ქარავანი“ (მძღოლი, დღვირა) რეჟისორები ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა
- 1963: „ცეროდენა რაინდები“ (ასლანი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1964: „ზღვის შვილები“ (გოჩა) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1965: „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (მილიციის უფროსი) რეჟ. დავით რონდელი
- 1965: „ხევსურული ბალადა“ (ალუდა) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1965: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (აფრასიონი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1966: „გიორგობისთვე“ (რეზო) რეჟ. ოთარ იოსელიანი
- 1966: „მაცი ხვიტია“ (ომარ მარღანია) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1967: „მალე გაზაფხული მოვა“ რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1967: „დიდი მწვანე ველი“ (სოსანა) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1968: „არ იდარდო!“ (გენერალი ვამეხ ვახვარი) რეჟ. გიორგი დანელია
- 1968:„ტარიელ გოლუა“ (ბაჩუა) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1968: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (შავლეგი) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1969: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ალექსანდრე) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1969: „ფიროსმანი“ რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (მამამზე ერისთავი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
- 1971: „მეზობლები“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1972: „ზღვის მგელი“ (ვახტანგი–რეჟისორი) რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1972: „მხიარული რომანი“ (კოლმეურნეობის თავმჯდომარე) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1972: „როცა აყვავდა ნუში“ (ნიკო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1973: „ციმბირელი პაპა“ (ნესტორ კალანდარიშვილი) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (პრისტავი-პოლიციის უფროსი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (პროკურორი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1975: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (მიხო და მეთონე) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1975: „პირველი მერცხალი“ (იასონი) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1976: „დილის ნისლივით“ რეჟ. გენო ხოჯავა
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1976: „ქალაქი ანარა“ (მოსე) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1976: „მწვერვალი“ (პაპა გაბრიელი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1977: „ფედია“ (შალიკო) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1977: „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ (ვარლამი) რეჟისორები თემურ ფალავანდიშვილი, იოზებ მედვედი
- 1978: „დათა თუთაშხია“ (არქიფო სეთური) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1978: „ყვარყვარე“ (ყვარყვარე) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1979: „ქორწინება იმერულად“ რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1983: „წიგნი ფიცისა“ (ვაჩნაძე) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1983: „მაცივარში ვიღაც იჯდა“ (ლიას მამა) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1984: „ამბავი სურამის ციხისა“ (ოსმან აღა) რეჟისორები დოდო აბაშიძე, სერგო (სარქის) ფარაჯანოვი
- 1987: „ფესვები“ (გიორგი ხანდაზმულობაში) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
ახმოვანებს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1984: „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“ (ანიმაციური ფილმი, ნახატი) რეჟ. დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე.
წოდებები და ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილმი „დიდი მწვანე ველი“ (1968), მინსკი (1970)
- ფილმი „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, ფრუნზე (1976)
- ფილმი „პირველი მერცხალი“, თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალი (1975)
საუკეთესო რეჟისურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მგალობლიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 19.
- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 20.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", გვ. 18, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოდო აბაშიძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- დოდო აბაშიძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- დოდო აბაშიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დიდი დოდო… და „ამპრედუზო – მედუზო“
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 1 მაისი
- დაბადებული 1924
- გარდაცვლილი 26 იანვარი
- გარდაცვლილი 1990
- საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ქართველი მსახიობები
- XX საუკუნის მსახიობები
- ქართველი რეჟისორები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- აბაშიძეები
- თბილისში დაბადებულები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები